ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქმედებები შეფასდეს როგორც გენოციდი - ამერიკელი სენატორები


ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ის რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, გენოციდია. პოლიტიკური განცხადებების ფონზე იდგმება იურიდიული ნაბიჯებიც. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, დაიწყებს ამ საკითხზე 20 ივლისს დარეგისტრირებული რეზოლუციის განხილვას.

რეზოლუცია 713-ის სახელია: "რეზოლუცია, რომელიც რუსეთის უკრაინაში ქმედებას გენოციდად ცნობს". ის განსახილველად რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის ინიციატივით შევიდა. მოგვიანებით მას 15 სენატორი შეუერთდა როგორც რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე დემოკრატიულიდან.

მათ შორის არიან სენატორები: კარდინი, ბლუმენტალი, ვიკერი, შაჰინი, პორტმანი და გრემი.

შაჰინი და რიში საქართველოზე, უკრაინასა და რუსეთზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:22:42 0:00

რამდენიმეგვერდიანი რეზოლუციის ტექსტი დეტალურად აღწერს იმას, თუ რატომ არის რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდი და ის 5 პუნქტად არის გაწერილი. თითოეულ პუნქტში მოცემულია ის მძიმე სურათი, რაზეც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო მედია საუბრობს.

მათ შორის სახელდება

  • მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული მკვლელობები.
  • თავდასხმები ჰუმანიტარულ დერეფნებზე.
  • სექსუალური ძალადობა.
  • სასოფლო-სამეურნეო მიწების დანაღმვა.
  • საჰერო იერიშები სკოლებზე, საავადმყოფოებზე, სამშობიაროებსა და საავადმყოფოებზე, ასევე თავშესაფრებზე.
  • მილიონობით უკრაინელის, მათ შორის ბავშვების იძულებით რუსეთში გაყვანა.

ამ და სხვა შესაძლო ომის დანაშაულებზე, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, ამერიკელ სენატორებს სურთ საპასუხო ნაბიჯები გადადგან, რათა მოხდეს რუსეთის ქმედებებზე შესაბამისი რეაგირება.

რეზოლუციის მიხედვით, ამერიკის სენატი

  1. გმობს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ გენოციდს.
  2. მოუწოდებს ამერიკის მთავრობას ნატოსთან და ევროკავშირთან ერთად მიიღოს ზომები უკრაინის მთავრობის დასახმარებლად, რათა ქვეყანამ შეძლოს და თავიდან აირიდოს რუსეთის გენოციდის შემდგომი აქტები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
  3. ხელს შეუწყობს ტრიბუნალს და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქმეების გამოძიებას, რათა პასუხისგებაში მიეცნენ რუსი პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო პერსონალი, რომლებმაც ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინაშე დანაშაული და გენოციდი ჩაიდინეს.

სენატის რეზოლუციის პროექტში ასევე დაგმობილია ფაქტი, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დააჯილდოვა ის სამხედროები და მეთაურები, რომლებსაც ბრალად ედებათ ომის დანაშაულების ჩადენა ბუჩაში.

სენატის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო არაპროვოცირებული ომი და სჩადის ომის დანაშაულებებს.

"სიმართლის შემგროვებლები" ომის დანაშაულის წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:26 0:00

რაც შეეხება უკრაინის დახმარებას, ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად უკრაინის გვერდით დგას და აწვდის ქვეყანას სამხედრო, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას. ვაშინგტონი კიევს ეხმარება ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაშიც. უკრაინამ ათასობით მტკიცებულება უკვე წარადგინა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG