ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი გენერალი: რუსეთის მიერ ჯარისკაცების მობილიზაციამ უკრაინისთვის საფრთხე გაზარდა


უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა მობილიზაციამ გაზარდა სამხედრო საფრთხე უკრაინის წინააღმდეგ. მისი თქმით, მოსკოვი ახლად გაწვრთნილ ჯარისკაცებს ახლა ფრონტის ხაზზე აგზავნის.

მან თქვა, რომ რუსეთი ძველ აღჭურვილობას იყენებს, რადგან მას არ აქვს მარაგის შევსების სხვა გზა და რომ რუსეთის ძალებმა მხოლოდ ნელ პროგრესს მიაღწიეს ბახმუტის გარშემო, უკრაინის აღმოსავლეთში.

„აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება ძალიან დაძაბულია, მტერი ყოველდღიურად უტევს ჩვენს დანაყოფებს“, - განაცხადა გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ.

კითხვაზე მოსკოვის მიერ სექტემბერში დაკვეთილი მობილიზაციის შესახებ, მან თქვა: ”ამხელა პერსონალმა გაზარდა საფრთხე ჩვენთვის და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის - ეს არის ახალი ბრიგადები, ახალი ბატალიონები, რომლებიც გაწვრთნეს, ეს არის განახლება, რომელსაც ჯარი ელოდა, რადგან მათი რესურსი ამოწურული იყო“.

”მათ, ვინც ახლა მოდის, უფრო მაღალი მომზადების დონე აქვს, ვიდრე მათ, ვისაც აქამდე გზავნიდნენ ფრონტზე“, - თქვა მან.

XS
SM
MD
LG