ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული კატასტროფის რისკი ზაპორიჟიის სადგურზე


გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში ბირთვული კატასტროფის რისკი კიდევ ერთხელ გახდა სერიოზული და მისი თავიდან აცილებაც ძლიერი აფეთქებების ფონზე რთულად შეძლეს.

ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში უდიდესია და რომელსაც ახლაც რუსები აკონტროლებენ, 19 ნოემბრის ღამეს და 20 ნოემბრის დილას ძლიერი აფეთქებები მოხდა. კიევი და მოსკოვი მომხდარში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. ელექტროსადგურის ნაგებობებისა და ტექნიკის ნაწილი დაზიანებულია.

გაეროს სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გლოსი ამბობს, რომ ვინც უდა იყოს პასუხისმგებელი ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მომხდარ თავდასხმებზე, ეს უდიდესი რისკი და უამრავი ადამიანის სიცოცხლით თამაშია.

"ჩვენ გაგვიმართლა, რომ სერიოზული ბირთვული ინციდენტი არ მოხდა", - თქვა გროსიმ და განმარტა, რომ ამის შესაძლებლობა "ძალიან ახლოს" იყო და შემდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ასე აღარ "გაგვიმართლოს".

რადიაციის მაჩვენებლები სადგურზე ახლა ნორმის ფარგლებშია და დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებაც ინფორმაცია არ ვრცელდება. ბირთვული უსაფრთხოების სისტემებს უშუალო საფრთხე არ დამუქრებია, მაგრამ დაბომბვა მათთან "სახიფათოდ ახლოს იყო", განმარტავს გროსი.

უკრაინის "ენერგოატომი" რუსეთის ძალებს დაწესებულების დაბომბვაში ადანნაშაულებს და ამბობს, რომ სულ მცირე 12 საჰაერო იერიში დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი 20 ნოემბერს უკრაინის ძალები დაადანაშაულა სადგურის ელექტრომომარაგების ხაზების დაბომბვაში. 21 ნოემბერს კი კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა მოსკოვის პოზიცია კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ხერსონზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ზაპორიჟიეს ამაგრებენ, დონბასში კი ბრძოლა და შეტაკებები უფრო ინტენსიური გახდა. ატომური ელექტროსადგურიდან 300 კილომეტრის მოშორების რუსული ჯავშანტექნიკა გადააადგილდება. ვოლოდიმირ ზელენსკის 20 ნოემბერის განცხადების თანახმად, ქალაქის ირგვლივ, ზაპორიჟიის რეგიონში რუსებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ათამდე დასახლებაში დაბომბეს და 30 სახლი გაანადგურეს. ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონში გააქტიურებულ დაბომბვას ერთი ადამიაინს სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზიანებულია ელექტროგაყვანილობები. პრეზიდენტის ადმინინსტრაციისა და შეიარაღებული ძალების ცნობითვე, ბოლო კვირებში რუსეთის სარაკეტო და დრონების იერიშების უმთავრესი სამიზნე მთელ ქვეყანაში სწორედ ენერგო-ინფრასტრუქტურაა.

ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვი და კიევი ელექტროსადგურის სიახლოვეს იერიშებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. რუსეთის ძალებმა ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრიდან მალევე მოიპოვეს. საბჭოთა დროის სადგურზე რეაქტორები დახურულია, თუმცა არსებობს რისკი, რომ ბირთვული საწვავი შეიძლება გადახურდეს, თუკი მისი გაგრილების სისტემებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. რუსეთის შეჭრის შემდეგ სადგურის თანამშრომლებს უკვე რამდეჯერმე მოუხდათ მისი ფუნქციონირების შესანარჩუნნებლად სათადარიგო გენერატორების გამოყენება.

უკრაინაში ბევრი ქალაქი, მათ შორის დედაქალაქიც ენერგოშეზღუდვების პირობებში ცხოვრობს. ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად შეფერხებებია, ენერგიის მიწოდებაში, მოქალაქეებს ზამთრის პირობებში გათბობის გამოყენების შესაძლებლობაც არ აქვთ. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, რუსული იერიშების შედეგად, ქვეყნის ენერგო-ინფრასტრუქტურის ნახევარი დაზიანებული და გათიშულია.

XS
SM
MD
LG