მანჰეტენზე, ქართული ოპერის რამდენიმე სოლისტის მონაწილეობით გამართულ დღესასწაულს, პოლონური კულტურის ამერიკულმა ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი იყო თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი, საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.