ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ილონ მასკი უკრაინას ინტერნეტს უსასრულოდ არ დაუფინანსებს


SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკის განცხადებით, კომპანია უკრაინას "სტარლინკის" ინტერნეტის სერვისს განუსაზღვრელი ვადით ვერ დაუფინანსებს. ამგვარმა მომსახურებამ, რუსეთთან ომის მიმდინარეობისას, უკრაინის მოქალაქეებსა და სამხედრო სექტორს, ინტერნეტთან უწყვეტი კავშირის დამყარების მხრივ, როგორც ცნობილია, მნიშვბელოვანი დახმარება აღმოუჩინა.

მასკმა ეს განცხადება "ტვიტერზე", 14 ოქტომბერს მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ "სპეისექსი" "სტარლინკის" მომსახურებასთან დაკავშირებით დამატებითი თანხების მოძიებას აშშ-ის მთავრობას თხოვდა.

მილიარდერი მასკი აცხადებს, რომ უკრაინისთვის სატელიტური სერვისის უზრუნველყოფა თვეში, დაახლოებით, 20 მილიონი დოლარი უჯდება.

ელონ მასკმა "სტარლინკის" ხაზი უკრაინისთვის წარმოებაში თებერვლის ბოლოს ჩაუშვა, მას შემდეგ, რაც იქ ინტერნეტის კავშირი ომის შედეგად განადგურდა.

დღემდე, "სპეისექსი" წამყვანი საკოუნიკაციო საშუალება იყო უკრაინული ძალებისთვის, რუსეთთან ომის დროს.

ცოტა ხნის წინ, მასკმა უკრაინელების საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა, როცა მან "სამშვიდობო გეგმაზე" ისაუბრა და წამოაყენა წინადადება, უკრაინამ ყირიმი სამუდამოდ დაუთმოს რუსეთს და რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, გაეროს ეგიდით, ახალი რეფერენდუმები ჩატარდეს, ასევე უკრაინამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.

XS
SM
MD
LG