ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვამ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა


რუსეთის მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, კიშინიოვში რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. მოლდოვა აცხადებს, რომ 10 ოქტომბერს რუსეთის სამმა ფრთოსანმა რაკეტამ ქვეყნის საჰაერო სივრე გადაკვეთა. მათი სამიზნე უკრაინა იყო.

"ამ დილით, შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან უკრაინაზე დამიზნებულმა 3-მა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. მე განკარგულება გავეცი, ახსნა-განმარტებისთვის რუსეთის ელჩი დაიბარონ", - დაწერა ამ დილით სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ.

პოპესკუს თქმით, მოლდოვა "უმკაცრესად" გმობს საკუთარი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს და ასევე "რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ".

რუსეთმა ორშაბათს უკრაინის ქალაქებზე შეტევა განაახლა. სარაკეტო იერიში ბოლო 24 საათის განმავლობაში მიიტანეს როგორც ქვეყნის დედაქალაქ კიევზე, ისე - უკრაინის რამდენიმე სხვა ქალაქზე. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინას 75 რაკეტა ესროლა, რომელთაგან მათ 41-ის განეიტრალება შეძლეს.

XS
SM
MD
LG