ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერერი პროფესიულ ჩოგბურთს დატოვებს


როჯერ ფედერერმა პროფესიული სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მან დღეს გულშემატკივრებს ასეც გაუმხილა. ოფიციალურად, ის ჩოგბურთის პროფესიონალთა რიგებს და ჩოგბურთის მაღალი რანგის ტურნირებს მომავალ კვირას ლონდონში, "ლავერის თასის" გათამაშების შემდეგ დატოვებს.

როჯერ ფედერერი 41 წლის შვეიცარელი ჩოგბურთის ვარსკვლავია. მის სახელთანაა დაკავშირებული დიდი სლემის 20 ტურნირის მოგება. არაერთი შემფასებლის და ჩოგბურთის მოყვარულის რწმენით, ის ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელი იყო.

ფედერერის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიღებული ტრამვებისა და ქირურგიული ჩარევების შედეგად, ძნელი იყო მისი პროფესიულ სპორტში დაბრუნება, განსაკუთრებით კი - ასაკის გათვალისწინებით. ბოლო 24 წლის მანძილზე მან 1 500 მატჩის ჩატარება შეძლო. ახლა ის აღიარებს, რომ ოცნებების მრავალწლიანი ასრულების შემდეგ, დროა დაემშვიდობოს დიდ სპორტს.

როჯერ ფედერერის თქმით, მომავალ კვირას "ლავერის თასი" მისი ბოლო ასპარეზობა ინება. ის აპირებს უფრო მეტი ჩოგბურთი ითამაშოს, თუმცა ეს არ იქნება დიდი სლემის ტურნირები და სხვა პროფესიული ასპარეზობები.

XS
SM
MD
LG