ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ 20-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნა


უკრაინული ძალები გაქცეული რუსეთის არმიის მიერ მიტაცებული ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ. დევნილი მოსახლეობის ნაწილი საკუთარ სოფლებში ბრუნდება, რომლებიც ფრონტის ხაზად იყო ქცეული. რუსეთს კი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, საკუთარი საოკუოპაციო ძალების დაშლის შედეგებთან გამკლავება უწევს.

მხოლოდ გასული დღის განმავლობაში, უკრაინამ 20-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ხალხი ტირის, ხალხს უხარია, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება, არ უხაროდეთ!” – ამბობს სააგენტო "როიტერთან" საუბრისას, ხარკივის ჩრდილოეთში, სოფელ ზოლოჩოვოში მცხოვრები 76 წლის პენსიონერი, ინგლისურის ყოფილი მასწავლებელი, ზოია. მისი თქმით, რუსული ოკუპაციის თვეები, მან სარდაფში, თავშესაფარში გაატარა.

28 წლის ნასტიამ, კიდევ ერთი რესპოდენტმა, რომელსაც „როიტერი“ ესაუბრა, სოფელი აპრილში დატოვა. თუმცა, გასულ კვირაში ის უკან დაბრუნდა. „ვფიქრობ ყველა დიდებულ განწყობაზეა, ეს ყველაფერი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ დასრულდა“ - ამბობს ნასტია.

ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ერთი სოფლიდან, უდიდან დაბრუნებული უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ სოფელი ჯერ კიდევ სახიფათოა, რადგან რუსულ საოკუპაციო ძალებს იქ სახმელეთო ნაღმეი აქვს განლაგებული. ამასთან, უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, სოფელი სავსეა ხელყუმბარებით და იარაღით, რომლებიც გაქცევისას რუსულმა ჯარებმა დატოვა.

„ვითარება საათობრივად სულ უფრო რთული ხდება“ - აცხადებს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან სუბრისას, ხარკივის იმ ტერიტორიის საოკუპაციო ადმინისტრაციის ე.წ. ხელმძღვანელი, რომელიც ჯერ კიდევ რუსული ძალების ოკუპაციის ქვეშაა.

ვიტალი განჩევის თქმით, მან ტერიტორიიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის ბრძანება გასცა. მისივე განცხადებით, 5 000-მდე სამოქალაქო პირი, უკვე გაიქცა რუსეთში.

„გადაუდებელი თავდაცვითი მოქმედებები“

მას შემდეგ, რაც ათასობით რუსმა ჯარისკაცმა პოზიციები მიატოვა, ადგილზე კი საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უზარმაზარი მარაგი დატოვა, კვირას, რუსეთმა ელექტროსადგურებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. შედეგეად, ხარკივისა და მიმდებარე პოლტავის, ასევე სუმის რეგიონები ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

უკრაინამ რუსეთის ქმედება დაგმო. კიევი აცხადებს, რომ მოსკოვმა საკუთარი არმიის უკანდახევის გამო, მათ სამაგიერო სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმით გადაუხადა. ორშაბათს დილით, „როიტერის“ ჟურნალისტების ცნობით, ხარკივში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა, თუმცა ჯერ კიდევ არ აღმდგარა წყლით მომარაგება. გუბერნატორის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება, 80%-ით არის აღდგენილი. მოსკოვი სამოქალაქო ობიექტებზე განზრახ თავდასხმას უარყოფს, თუმცა მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ბრიტანული ცნობა

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, საკუთარ ძალებს უბრძანა, გასულიყვნენ ხარკივის ოლქიდან, მდინარე ოსკილიოს დასავეთით. ამ ქმედებით, რუსულმა ძალებმა მიატოვა მიწოდების მთავარი მარშრუტი, რომელიც აღმოსავლეთში რუსეთის ოპერაციებს ემსახურებოდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, რუსულ ძალებს ასევე უჭირს, სამხრეთის ფრონტს რეზერვები მიაწოდოს. ხერსონის რეგიონში, უკრაინას მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს. აქ უკრაინული შეტევის მიზანი, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროზე, ათასობით რუსი ჯარისკაცის იზოლირებაა.

უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა იქ 500 კვადრატული კილომეტრის მასშტაბის ტერიტორია დაიბრუნეს.

„უკრაინაში, რუსული ძალების უმეტესობა იძულებულია, პრიორიტეტი საგანგებო თავდაცვით მოქმედებებს მიანიჭოს“ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

"გაშლა“

უკრაინის ყველაზე სწრაფმა წინსვლამ მას შემდეგ, რაც კრემლმა მარტში რუსული ძალები დედაქალაქს მოაცილა, ექვსთვიან ომში ვითარება სრულად შეცვალა.

უკრაინის მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟინი აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა, მიმდინარე თვეში, 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა და რუსეთის საზღვარს 50-კმ-მდე მიუახლოვდა.

რუსეთის შემდგომმა უკანდახევამ, უკრაინული ძალები შესაძლოა მალე დააყენოს პოზიციაში, საიდანაც შესაძლებელი იქნება ტერიტორიებზე თავდასხმა, რომელსაც რუსეთი და მისი ადგილობრივი მარიონეტები, 2014 წლიდან ფლობენ.

დონეცკის პროვინციაში, პრორუსი სეპარატისტების მარიონეტული ადმინისტრაციის ლიდერი, დენის პუშლინი აღიარებს, რომ ზეწოლა მრავალი მიმართულებით ხორციელდება.

გასულ კვირას, მისი ფრონტის ხაზის გარღვევის შემდეგ, მოსკოვი ძირითადად დუმს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, აქამდე არ საუბრობდა მისი ძალების უკან დახევაზე, თუმცა შაბათს უწყებამ აღიარა, რომ მისმა ძალებმა მიატოვა იზიუმი და მეზობელი ბალაკლია. მოსკოვი ამ ნაბიჯს დონეცკში საბრძლოველად, წინასწარ დაგეგმილ „გადაჯგუფებას“ უწოდებს.

რუსული ახალი ამბები

რუსული მაუწყებლები, რომლებსაც კანონით, ომის შესახენ მხოლოდ ოფიციალური ანგარიშების გავრცელება მოიეთხოვებათ, წარუმატებლობაზე მიანიშნებენ. თუმცა, ამ წარუმატებლობის ახსნას, კომენტატორების დახმარებით ცდილობენ, რომლებიც ძირითადად ომის ძალისხმევის გაორმაგებას ითხოვენ.

„ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი უკრაინაში! ჩვენ უნდა გავანადგუროთ ნაცისტური რეჟიმი!“ - განაცხადა ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ ეთერში ერთ-ერთმა კომენტატორმა. მის საპასუხოდ, გადაცემის კიდე ევრთი სტუმარი კითხვას სვამს - „და რამდენი წაელი უნდა დასჭირდეს ამას? ჩემს 10 წლის შვილებს, მიეცემათ საშუალება, იბრძოლონ“?

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG