ოთხშაბათს, „მარტვილი უკრაინისთვის“ საგანგებო ლოცვის დროს, რომის პაპმა ფრანცისკემ მოუწოდა მიმდინარე „მსოფლიო ომი“ შეაჩერონ და „ყველა მშვიდობის მშენებელი გახდეს“.
წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველკვირეული აუდიენციის დროს ფრანცისკემ თქვა: „მე მარტვილ უკრაინას არ ვივიწყებ.“
„ჩვენი დროების ომის ყველა სცენარის წინაშე მყოფი, ყველას ვთხოვ, მშვიდობის მშენებელი იყოს და ილოცოს, რათა მსოფლიოში ფიქრების და გეგმების ჰარმონია და შერიგება გავრცელდეს. დღეს მსოფლიო ომში ვართ, მოდით ეს შევწყვიტოთ“, თქვა პონტიფიკოსმა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პაპმა კონფლიქტი რამდენჯერმე დაგმო, მაგრამ იმავდროულად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირი კრიტიკისგან თავი შეიკავა.
„ყველა ომის მსხვერპლთ ღვთისმშობელ მარიამს მივანდობთ, განსაკუთრებით უკრაინის ძვირფას მოსახლეობას“, თქვა ფრანცისკემ ათასობით პილიგრიმისადმი მიმართვისას.
ივნისში მან რუსეთს მინიშნებით დასდო ბრალი „შეიარაღებულ დაპყრობაში, ექსპანსიონიზმში და იმპერიალიზმში.“
ერთი თვის შემდეგ, „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კი თქვა, რომ სურდა მშვიდობის ხელშესაწყობად კიევს სწვეოდა, მაგრამ ასევე - უმჯობესი იქნებოდა პირველად - მოსკოვშიც ჩასულიყო.