ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

9 წლით თავისუფლების აღკვეთა - რუსული სასამართლოს განაჩენი ამერიკელ კალათბურთელს


ბრიტნი გრინერი.
ბრიტნი გრინერი.

"ეს შეუწყნარებელია და მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი, რათა მან შეძლოს თავის მეუღლესთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის სასამართლოს მიერ, ამერიკელი კალათბურთელის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. "ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ ისედაც იცის: რუსეთს უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული ბრიტნი" - აცხადებს პრეზიდენტი.

რუსულმა სასამართლომ, ამერიკის მოქალაქე კალათბურთელ ბრიტნი გრინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კალათბურთელი სასამართლომ დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდაში სცნო.

„ეს გულუბრყვილო შეცდომაა და იმედი მაქვს, თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩემს ცხოვრებას არ დაასრულებს“ - განაცხადა მოსამართლის წინაშე საუბრისას, ბრიტნი გრინერმა.

„მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ჩემს კლუბს, ჩემს გულშემატკივრებს და ქალაქ [ეკატერინბურგს] ჩემი შეცდომის გამო, რომელიც დავუშვი და უხერხულობისთვის, რაც მათ შევუქმენი. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს მშობლებს, ჩემს ძმებს, WNBA-ს გასაოცარ ქალებს და ჩემს გასაოცარ მეუღლეს“ - განაცხადა გრინერმა.

ივნისში, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს, გირნერისა და რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქის, პოლ უელანის სანაცვლოდ, ამერიკაში დაკავებული რუსი იარაღის დილერის გათავისუფლება შესთავაზა. იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი, შეერთებულ შტატებში 25 წლიან სასჯელს იხდის.

პატიმრების შესაძლო გაცვლის საკითხი, გასულ კვირას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რუს კოლეგასთან განიხილა. ეს იყო პირველი შემთხვევა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწეყების შემდეგ, როცა ენტონი ბლინკენმა, სერგეი ლავროვთან, კომუნიკაცია დაამყარა.

ზოგიერთი ამერიკული საინფორმაციო საშუალების ცნობით, რუსეთი ითხოვს, ასევე გათავისუფლდეს მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

XS
SM
MD
LG