ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის მარცვლეულის გადაზიდვა დაიწყოს


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კიევი მზად არის თურქეთისა და გაეროს ჩართულობით, ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტი დაიწყოს. ახლა კიევი ანკარისა და გაეროს მითითებებს ელოდება, რომელთა ზედამხედველობითაც პროცესი უნდა წარიმართოს.

„ჩვენი მხარე სრულ მზადყოფნაშია და ეს ჩვენმა პარტნიორებმა იციან,“- პრეზიდენ ვოლოდიმირ ზელენსკის ამ განცხადებას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ზელენსკი პირადად იმყოფებოდა ჩორნომორსკის პორტში, რათა ადგილზე შეესწავლა არსებული ვითარება.

„ინფრასტრუქტურის მინისტრი ხაზზეა თურქულ მხარესთან და გაეროსთან. ჩვენ ველოდებით მათ სიგნალს, რომ დავიწყოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა დარჩეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტად,“- ამბობს ზელენსკი.

უკრაინიდან მარცვლეულის ექპორტზე შეთანხმებას ხელი 22 ივლისს მოეწერა. პროცესის შუამავლები კიევსა და მოსკოვს შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და თურქეთის მთავრობა არიან. შეთანხმების მიხედვით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან - ოდესის, ჩერნომორსკისა და პივდენიის - ტერმინალებიდან მოხდება.

პროცესს სტამბოლში დაფუძნებული ცენტრი ხელმძღვანელობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG