ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საოკუპაციო ძალები: რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმი შემოდგომაზე ჩატარდება


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი, უკრაინის სამხრეთ რეგიონების თვითგამოცხადებული ლიდერები ამბობენ, რომ რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების სკაითხზე, შემოდგომის დასაწყისში გაიმართება.

ეს განცხადება ევგენი ბალიტსკიმ გააკეთა, საოკუპაციო ძალების ადმინისტრაციის უფროსმა ზაპორიჟიაში. ეს ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მიიტაცა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიები და მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებს.

"ახლა მექანიზმები მუშავდება. რეფერენდუმი დაადგენს, რა სურთ ზაპაროჟიის მცხოვრებლებს და როგორ უნდათ ცხოვრება", - თქვა ბალიტსკიმ.

რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ "რია ნოვოსტიმ" კიდევ ერთი ოფიციალური პირის კომენტარი გამოაქცეყნა, რომელიც ამბობს, რომ რეფერენდუმი სექტემბრის პირველ ნახევარში ჩატარდება.

რუსეთმა და მის მიერ მართულმა ძალებმა ზაპორიჟიის რეგიონის დიდი ნაწილი, ისევე როგორც უკრაინის სამხრეთის სანაპირო, მიიტაცეს, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ აკონტროლებს რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილს და უშუალოდ ქალაქ ზაპორიჟიას, ყველაზე დიდ ურბანულ ცენტრს, სადაც რეგიონში ომამდელი მოსახლეობის რაოდენობის ნახევარი ცხოვრობს.

საოკუპაციო ძალები რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ ხერსონის რეგიონშიც, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა რუსები აკონტროლებენ. კრემლი ამბობს, რომ ეს კენჭისყრები რეგიონულ ძალებზეა დამოკიდებული, რეგიონების რუსეთთან შეერთების შესახებ კრემლში კომენტარს არ აკეთებენ. ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა გასულ კვირას თქვა, რომ რუსული ძალები არ აპირებენ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული უკრაინის სამხრეთ ნაწილებიდან ძალების გაყვანას.

XS
SM
MD
LG