ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინამ ორ რუს სამხედროს პატიმრობა მიუსაჯა


უკრაინულმა სასამართლომ, ორ რუს სამხედროს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი დამნაშავედ ცნეს აღმოსავლეთ უკრაინული ერთ-ერთი ქალაქის დაბომბვაში. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინა ომის დანაშაულისთვის რუს სამხედროებს ასამართლებს.

ალექსანდრ ბობიკინი და ალექსანდრ ივანოვი სასამართლო პროცესს თავად ესწრებოდნენ, მათი თავი დამნაშავედ გასულ კვირას ცნეს.

"ბობიკინისა და ივანოვის ბრალი სრულად დამტკიცდა",- თქვა მოსამართლე ევჰენ ბოლიბოკმა, რომელმაც რუს სამხედროებს დანაშაულისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა 12-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სასჯელი არ უნდა ყოფილიყო 8 წელზე მეტი, ვინაიდან დაკავებულებმა თავი დამნაშავედ ცნეს, მოინანიეს ჩადენილი და ასრულებდნენ ბრძანებას.

ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, მსჯავრდებულებს ჰკითხეს, ფიქრობდნენ თუ არა, რომ სასჯელი სამართლიანი იყო, რაზეც რუსმა სამხედროებმა დადებითად უპასუხეს.

პროკურორის თქმით, დაბომბვამ ქალაქ დერჰაჩიში გაანადგურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და სახლები. თუმცა, მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG