ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიმუნის ყვავილის შეკავება შესაძლებელია, თუ სწრაფად ვიმოქმედებთ - ჯანმო


მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის მიკროსკოპული გამოსახულება
მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის მიკროსკოპული გამოსახულება

დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის შემდგომი გავრცელების შეჩერების საქმეში, არაენდემურ ქვეყნებში პრიორიტეტი მისი შეკავება უნდა იყოს. ჯანმოს სპეციალისტების აზრით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, ეს სავსებით შესაძლებელია.

მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციაა, რომელიც უფრო აფრიკულ ქვეყნებში ვრცელდება. თუმცა, ბოლო დღეებში მისმა ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო. დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვი დღეისთვის 200-ზე მეტია.

"ვფიქრობთ, ადგილზე სწორი ზომების მიღების შემთხვევაში, ჩვენ მისი შეკავება იოლად შეგვეძლება" - თქვა სილვი ბრიანდმა. ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გლობალური ინფექციური საფრთხეებისთვის მზაობის დირექტორია. ბრიანდმა მაიმუნის ყვავილის გავრცელების პრევენციაზე ჯანმოს ყოველწლიურ ასამბლეაზე ისაუბრა, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს.

კორონავირუსთან შედარებით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. ჯანმო ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მასობრივი ვაქცინაცია აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ინფიცირებულთა კონტაქტების ვაქცინაცია შესაძლებელია და რამდენიმე ვაქცინა ხელმისაწვდომია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG