აშშ ცდილობს დააკავოს რუსული იახტა, რომელიც სავარაუდოდ რუსი ოლიგარქის კუთვნილებაშია და ახლა ფიჯის სანაპიროებზეა გაჩერებული. ამას ადასტურებს ფიჯის პროკურორის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერი.
ძვირადღირებული ხომალდი „Amadea“, სავარაუდოდ, რუს მაგნატს, სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის, რომელსაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ სანქციები აქვს დაწესებული. გემი ფიჯიში ერთი კვირის წინ ჩავიდა მას შემდეგ, რაც 18 დღით ადრე დატოვა მექსიკა და გადაკვეთა წყნარი ოკეანე. მის გადაადგილებას პოლიცია იძიებს.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რომელსაც კრემლი კვლავ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ რუს მილიარდერებს კუთვნილი ძვირადღირებული გემები და ვილები ჩამოართვა.
ფიჯის პროკურატურის დირექტორმა, კრისტოფერ პრაიდმა, მიმართა უზენაესს სასამართლოს, „Amadea”-მ არ დატოვოს ფიჯი, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ ზეწოლას პუტინის ოლიგარქებზე და ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მივწვდეთ პუტინის ახლო გარემოცვის კორუფციულ მიღწევებს“ - ნათქვამია ფიჯიზე შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, ეკუთვნის თუ არა იახტა დანამდვილებით კერიმოვს.