ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი პუტინს იერუსალიმში პირისპირ შეხვედრას სთავაზობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკება გამართოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ. ზენესკი ისრაელში შეთავაზებული ამ შეხვედრის წინაპირობად რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას ასახელებს.

ზელენსკის თქმით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს საკუთარი მზაობის შესახებ უკვე შეატყობინა და შეხვედრის ადგილად იერუსალიმი შესთავაზე.

ისრაელის პრემიერი მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსკოვში იყო ჩასული და პუტინთან გამართულ შეხვედრასთან ერთად ის ზელენსკის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესაუბრებოდა.

პუტინი ზელენსკის შეთავაზებას ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს.

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ზელენსკიმ თქვა, რუსეთის ძალები კიევის დაპყრობას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, თუ ყველა უკრაინელს მოკლავენ. "თუ ეს არის მათი მიზანი, დაე, მოვიდნენ" - თქვა ზელენსკიმ და დასძინა: "ისინი თუ მასშტაბურად დაგვმობმავენ, წაშლიან მთელი რეგიონის ისტორიულ მეხსიერებას, კიევის რუსეთის ისტორიას და ევროპის ისტორიას, შეძლებენ კიევში შემოსვლას, მაგრამ ამ მიწაზე მარტოებს მოუწევთ ცხოვრება, ნამდვილად ჩვენს გარეშე. ... მილიონობით რუსიც რომ ჩამოიყვანონ, ისინი უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებენ".

ზელენსკიმ კვლავ დაგმო ნატოს უარი ჩაკეტოს ცა უკრაინის თავზე, მისი მხრიდან ბევრი მოწოდების მიუხედავად. მან ასევე თქვა, რომ უკრაინა ეძებს გზებს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მოსაპოვებლად, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

XS
SM
MD
LG