სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ხუთშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობა მის პროგრესზე და მიზნებზეა დამოკიდებული და თავდასხმამ, იდეალურ შემთხვევაში, ქვეყანა „ნაცისტებისგან“ უნდა გაწმინდოს და კიევის სამხედრო პოტენციალის „ნეიტრალიზება“ მოახდინოს.
კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჯგუფური სატელეფონო კავშირით ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავინ საუბრობდა უკრაინის ოკუპაციაზე და რუსეთის ოპერაციის კონტექსტში ამ სიტყვის გამოყენება „მიუღებელია“.