ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები მოუწოდებენ ამერიკას განაახლოს ცენტრალური აზიის სტრატეგია


ამერიკელი ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვაშინგტონმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. მათი აზრით, ავღანეთიდან ამერიკისა და ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგ, ეს მნიშვნელოვანია.

2001 წლამდე ამერიკელებმა ბევრი არაფერი იცოდნენ ამ რეგიონზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ბაზებზე დაიწყეს წლების განმავლობაში გადასხდომა, ინფორმაციაც მეტად გახდა ხელმისაწვდომი.

ამერიკის სახელწმიფო მდივნის თანაშემწის ასისტენტი ლესლი ვიგერი ამბობს, რომ ცენტრალური აზია, კვლავ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ ავღანეთიდან ჯარი გაიყვანა. "წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ჩვენი მიზნები იგივე რჩება: სუვერენული, დამოუკიდებელი ტერიტორიების მხარდაჭერა",- განაცხადა ვიგერმა.

ვიგერის თქმით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შემდეგ, შეშფოთებამ და ღელვამ იმატა ტაჯიკეთში, ყაზახეთსა და თურქმენეთში. თუმცა, ამერიკა აგრძელებს ამ რეგიონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მხარდაჭერას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის თქმით, რეგიონული კოოპერაცია დაეხმარება რეგიონის ხუთ ერს, რომ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს პრობლემებს პანდემიის, კლიმატური ცვლილებებისა და დეზინფორმაციის პარალელურად.

XS
SM
MD
LG