ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეა ფრთოსანი რაკეტების გამოცდას აგრძელებს


NORTHKOREA-MISSILES/HYPERSONIC
NORTHKOREA-MISSILES/HYPERSONIC

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით ეს 2022 წელს რაკეტების უკვე მეხუთე გამოცდაა.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო საშუალებების თანახმად, რაკეტები ხმელეთიდან გაისროლეს და ისინი კორეის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ზღვაში ჩაეშვა. მთავრობა აცხადებს, რომ ტესტის დეტალური ანალიზი ჯერ არ დასრულებულა.

2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ 5 სატესტო გაშვების ფარგლებში უკვე 8 რაკეტა გამოსცადა. გასულ კვირას ქვეყანა კვლავ იმუქრებოდა შორი რადიუსის ბირთვული რაკეტების გამოცდით.

გაეროს რეზოლუციებით, ჩრდილოეთ კორეას ეკრძალება ნებისმიერი რადიუსის ბირთვული რაკეტების გამოცდა. თუმცა უშიშროების საბჭოს მიხედვით არ ეკრძალება ფრთოსანი რაკეტების ტესტი.

ჩრდილოეთ კორეამ ბოლო დროს კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რასაც ის ამერიკის მხრიდან "მტრულ პოლიტიკას" უწოდებს. ამასთან, ფხენიანის უკმაყოფილებას ამერიკა-სამხრეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობა იწვევს.

შეერთებულ შტატებს სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28 000 ჯარისკაცი ჰყავს. მათი განლაგება გასული საუკუნის 50-იან წლებში კორეის ომის შემდეგ მოხდა.

XS
SM
MD
LG