მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები საქაართველოს პროკურატურისგან მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. სპეციალური განცხადების ფორმა უკვე წარდგენილია საგამოძიებო ორგანოში.
საკითხზე მსჯელობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, იმისათვის, რომ მან გარკვეული რეკომენდაცია გასცეს საქმის მასალებს უნდა გაეცნოს და შეისწავლოს. თუმცა ლომჯარია ამბობს, რომ მოთხოვნა „არგუმენტირებული“ და „სამართლიანია“
„კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ეს სამართლიანია, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა,“- აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის შეეცდება დამატებითი ინფორმაცია მიიღოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან.
„თუ ჩვენ გარკვეულ მტკიცებულებებზე წვდომა გვექნება, რაც მეტი დამაჯერებლობით მოგვცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების საფუძველი არსებობს, ჩვენ ამას ვიტყვით,“- ამბობს ლომჯარია.
დღესვე, ნინო ლომჯარიამ და ექიმთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა საზოგადოებას წარუდგინეს. სახალხო დამცველმა თქვა, რომ „არსებითი ცვლილებები სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის მხრივ არ განხორციელებულა, კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე ექიმთა რეკომენდაციები.
Facebook Forum