ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გეგმავენ


ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი და ბელარუსი თებერვალში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ლუკაშენკოს განცხადება კიდევ უფრო აღრმავებს იმ დაძაბულობას, რომელიც უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების განლაგებითაა გამოწვეული.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან 100,000-მდე სამხედროს ე.წ. წვრთნებისთვის გაგზავნა, უკრაინისა და დასავლეთისთვის სამხედრო მუქარად და შესაძლო ომის დაწყებად აღიქმება. ამ ბრალდებას მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ მათ ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ჩატარებაა და მეტი არაფერი.

რუსულ უკრაინული ომის ზღვარზე
რუსულ უკრაინული ომის ზღვარზე

გარდა ამისა, რუსეთი ამბობს, რომ თავად ნერვიულობს ნატოს ჯარების ყოფნით აღმოსავლეთ ევროპაში და თავს საფრთხეში გრძნობს. უკრაინის თემაზე მოლაპარაკებების დროს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სწორედ ეს საკითხი წამოჭრა და მოითხოვა, რომ ნატომ არასდროს მიიიღოს უკრაინა ალიანსში.

როგორც ჩანს, მოსკოვი თავს იმდენად გრძნობს საფრთხეში, რომ არსებულის გარდა, კიდევ სურს დამატებით სამხედრო წვრთნების ჩატარება და ეს ამჯერად, ბელარუსთან ერთად მოხდება. "წვრთნების თებერვალში ჩატარებას ვგეგმავთ. კონკრეტული თარიღი დანიშნეთ და გაცნობეთ, რომ შემდეგ არ დაგვაბრალონ, თითქოს გაუფრთხილებლად დავიწყეთ წვრთნები და ომის დაწყებას ვაპირებთ“,- ასე მიმართა ლუკაშენკომ ბელარუსის თავდაცვის მინისტრს.

XS
SM
MD
LG