ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი აშშ-სთან მოლაპარაკებებს ოპტიმისტურად არ უყურებს


სამშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის თობაზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ, ოპტიმისტური განწყობა არ აქვს. მოსკოვის თქმით, ის არ დაუშვებს რუსეთის მოთხოვნების, გართულებულ მოლაპარაკებებში ჩაკარგვას.

კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ჟენევაში ორშაბათს გამართული მოლაპარაკებების დადებითი მხარე, მისი გახსნილობა, არსებითი და პირდაპირი ხასიათი იყო, მაგრამ რუსეთს მხოლოდ შედეგები აინტერესებს.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრით, დასავლეთი აიძულა მოლაპარაკების მაგიდას მიჯდომოდა და წამოაყენა შორს მიმავალი მოთხოვნები, რაც ნატოში უკრაინის როდესმე გაწევრიანებას შეუძლებელს გახდის და ორი ათწლეულის განმავლობაში ალიანსის ევროპაში გაფართოებას უკან დახევს.

ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ამ მოთხოვნების მიღება არ შეუძლია, თუმცა მზად არის რუსეთის სხვა წინადადებების განხილვაში ჩაერთოს, როგორიცაა რაკეტების განლაგების საკითხი ან სამხედრო წვრთნების მოცულობები.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა თქვა, რომ მხარეებს „ერთგვარად ერთმანეთის საწინააღმდეგო ხედვა“ ჰქონდათ. მან ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენთვის აბსოლუტურად სავალდებულოა იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინა არასდროს, არასდროს ნატოს წევრი არ გახდება“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა განაცხადა: „ჩვენ მტკიცე პოზიციაზე ვიყავით... უსაფრთხოების იმ წინადადებების უარყოფაში, რომელიც შეერთებული შტატებისთვის უბრალოდ განუხორციელებელი გეგმაა“.

ამ კვირაში რუსეთი მოლაპარაკებების კიდევ ორ რაუნდში მიღებს მონაწილეობას. ოთხშაბათს ნატოსთან ბრიუსელში და ხუთშაბათს ეუთოსთან ვენაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG