ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში დემონსტრაციების შედეგად 164 ადამიანია დაღუპული


ყაზახეთის მთავრობის ცნობით, გასული კვირის პროტესტისა და არეულობის შედეგად 164 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 4 წლის გოგონაც. ოფიციალური პირების ცნობითვე, დაკავებულია 5 800 ადამიანი.

საპროტესტო ტალღის ჩახშობის მიზნით, ქვეყნის პრეზიდენტმა სამართალდამცავებს დემონსტრანტების ადგილზე მოკვლის ბრძანება მისცა. უსაფრთხოების სამსახურებს გაფრთხილების გარეშე სროლა შეუძლიათ. ქვეყნის ლიდერმა დახმარება რუს კოლეგასაც სთხოვა. რუსეთმა და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" რამდენიმე წევრმა ყაზახეთში ჯარები გაგზავნა. ორგანიზაცია ევრაზიული მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსია.


საპრტესტო გამოსვლები თავდაპირველად ბუნებრივი გაზის ფასის სწრაფი ზრდის გამო დაიწყო, თუმცა მალევე ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კვირას ტელეკომპანია ABC-ის ეთერში თქვა, რომ ყაზახეთს აქვს უფლება კანონი, წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტები დაიცვას, თუმცა ეს მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების პატივისცემით უნდა მოხდეს. ასევე მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს აქვთ, იქნება ეს ეკონომიკური თუ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები.

ყაზახური მოვლენების გავლენა რეგიონზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:47 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG