ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი: ბუსტერი ომიკრონის წინააღმდეგ დაცვას აძლიერებს


რიგი კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზაზე მასაჩუსეტსის შტატში, აშშ
რიგი კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელ დოზაზე მასაჩუსეტსის შტატში, აშშ

ინფექციურ დაავადებათა წამყვანმა ამერიკელმა სპეციალისტმა თანამოქალაქეებს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებისკენ მოუწოდა. ექიმ ენტონი ფაუჩის თქმით, დამატებითი აცრა, ე.წ. ბუსტერი საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი, ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ. თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა მედიცინის მიმართულებით, ბუსტერებზე კვირას, ტელეკომპანია "ეი-ბი-სის" ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფაუჩი ამბობს, რომ თითქმის 202 მილიონი ამერიკელი კოვიდ-19-ზე სრულად აცრილად ითვლება. მაგრამ, აქედან მხოლოდ, დაახლოებით, მეოთხედია ვაქცინის გამაძლიერებელი დოზით აცრილი. "ოპტიმალური თავდაცვა თუ გსურთ, აუცილებლად მიიღეთ ბუსტერ-დოზა" - თქვა მან. ფაუჩიმ ისაუბრა უახლესი კვლევების პირველად მონაცემებზე, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინის დამატებითი დოზა "ზრდის დაცვის ხარისხს ისეთ დონემდე, რომ ეს საკმარისია ომიკრონისგან ორგანიზმის კარგად დასაცავად".

პირველადი მონაცემებით, ომიკრონის ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გამოირჩევა. თუმცა, ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ეს ჯერ დადასტურებული არ არის. ამას გარდა, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა დასავლეთის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდაა და მათი შედარება შეიძლება არათანაბარზომიერი და მცდარი აღმოჩნდეს. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ომიკრონის ვარიანტი გაცილებით უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის ორიგინალური ვერსია და ასევე დელტაც, რომელიც ამერიკაში ამ ეტაპზე დომინანტურია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG