ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

$700-მილიონიანი ტრანში უკრაინას


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) უკრაინისთვის თითქმის 700 მილიონი დოლარის ოდენობის ტრანში დაამტკიცა. ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობისთვის დიდი სტიმულია, მაშინ როცა კიევს რეფორმების მიმართულებით ფონდის მოთხოვნების შესრულება უჭირს.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა საერთაშორისო ფინანსურმა ორგანიზაციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება 22 ნოემბერს გააკეთა. ფონდი დაეხმარება კიევს "კოვიდ-19-ით მიღებულ შოკთან გამკლავებაში, ეკონომიკური ზრდის მდგრადობის მიღწევაში და მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმების დაწინაურების საქმეში".

უკრაინამ ივნისში უკვე მიიღო 18-თვიან პროგრამაზე გათვლილი პირველადი ტრანში, რომელიც $2.1 მილიარდს შეადგენდა. ამის შემდეგ, სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია კიევში ჩავიდა, რათა რეფორმების მიმდინარეობის პროცესში პროგრესი შეესწავლა.

ფონდის წარმომადგენელთა ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის და რამდენიმე სხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების დანერგვის პროცესზე. საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში უცხოური ინვესტიციების მთავარ ბარიერად კორუმპირებული სასამართლო სისტემა რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG