კრემლი უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას განაგრძობს. ცნობილი ხდება, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში კრემლი ახალ სადესანტო ლეგიონს განათავსებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამით დასრულდება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებისა და სამხედროების მობილიზება. ანექსირებულ ყირიმში რუსული პოლკის განთავსება კი საერთაშორისო წესებს არღვევს.
კრემლმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაახმაურა, რაც კიევში ოფიციალური ვიზიტით შეხვედრები დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გამართა. ბენ უელსმა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი კიევს სამხედრო ფლოტის გაძლიერებაში დახმარებას გაუწევს.
კიევსა და ლონდონს შორის ჩარჩო ხელშეკრულებაც გამოთქვა, რომლითაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო საჭიროებისთვის თანხას გადასცემს. აღნიშული ფინანსებით კი უკრაინა შავი ზღვის ფლოტს გააძლიერებს.
დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის შეთანხმებას კრემლში კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ უკრაინას ამის საშუალებას არ მისცემენ. მოსკოვში ამბობენ, რომ უკრინას არ მიეცემა საშუალება იყიდოს რაკეტები, ააგოს სარაკეტო ხომაღლები და ისინი განათავსოს შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში.
„ჩვენ ვხედავთ ამ ფაქტს როგორც უახლეს პრაქტიკულ მტკიცებულებას ბრიტანეთის სამხედრო აქტივობის გაზრდის შესახებ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, განსაკუთრებით უკრაინაში,“- ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
პრესკონფრენციაზე ზახაროვამ აღნიშნა, რომ კრემლი ამ პროცესის გაგრძელებას არ დაუშვებს, ისევე როგორც უკრაინის ნატოში გაწევრიანებასა და დასავლეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას უკრაინის ტერიტორიაზე.
პარალელურად უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთი განაგრძობს უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზებას. კიევსა და ბრიუსელში რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ეს მოსკოვის მოგიგი პროვოკაციაა, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავს მიზნად.
Facebook Forum