ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაშია


მაშინ, როცა უკრაინის საზღვრებთან რუსეთს სამხედრო მობილიზება აქვს გამოცხადებული, კიევში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის თავდაცვის მდივნის შემდეგ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჩადის.

ბენ უელსი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება და ის უკვე შეხვდა უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

კიევში ვიზიტამდე, უკრაინის შესახებ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პრესსპიკერმა. მისი თქმით, ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის „ურყევ“ მხარდაჭერას და მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთის აგრესიის პირობებში კიევს დახმარება აღმოუჩინოს.

რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაციას განაგრძობს. მოსკოვმა ანექსირებულ ყირიმთან სამხედრო გემების მზადყოფნაც გამოაცხადა.

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის საზღვრებთან რუსეთს ასეთი დიდი მობილიზება გამოცხადებული არ ჰქონია. სატელიტური ფოტოებით ირკვევა, რომ საზღვართან მძიმე ტექნიკა და ათეულ ათასობით სამხედრო მოსამსახურეა გადასროლილი.

პენტაგონი უკრაინის დახმარებას განაგრძობს. კიევმა ვაშინგტონისგან თავდაცვითი შეიარაღება უკვე მიიღო, მათ შორის საუბარია საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო სისტემებზეც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG