ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ, ქართულ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაიწყებისკენ მოუწოდეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას შეხვდნენ.
„გვქონდა საუბარი ჩვენს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მოუწოდებს ყველას, რომ აუცილებელია დიალოგი ვითარების დეესკალაციისთვის“, - აცხადებს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
პარტიის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა მხარეებს შორის დიალოგის დაწყება.
“ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს. თუ ეს მოხდა, ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის“, - განაცხადა “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ამ დრომდე, იმაზე, თუ რა იყო შეხვედრის კონკრეტული განსახილველი საკითხები, არ უსაუბრიათ. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში შიმშილობას აგრძელებს. ის 1 ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.
Facebook Forum