ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კოვიდ19-ის ახალი, უფრო რთული ვარიანტი ვრცელდება


კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთში კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი გავრცელდა, რაც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. რუსეთის ოფიციალური სამსახურების ცნობით, ახალი ვარიანტი დელტა ვარიანტთან შედარებით კიდევ უფრო მეტად გადამდებია. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა რუსეთიდან ახალ ვარიანტს უკვე მიანიჭეს შესაბამისი შტამის სახელი: AY.4.2.

არსებობს მოლოდინი, რომ ახალი ვარიანტი დომინანტური რუსეთში უახლოეს პერიოდში გახდება, რაც ქვეყანაში ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების მაჩვენებელი პიკს აღწევს.

ინიფიცირების ზრდასთან ერთად, პუტინის განკარგულებით რუსეთში სამთავრობო სამსახურები ნოემბრის დასაწყისში ერთი კვირით დაიხურება. ბოლო 24 საათის მონაცემებით რუსეთში კოვიდ19-ით 1 028 ადამიანი გარდაიცვალა, 34 000-ზე მეტი კი დაინფიცირდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG