ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გასულ კვირას თურქეთში ჟურნალისტების წინააღმდეგ 18 სასამართლო სხდომა გაიმართა


მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე, თურქეთში 18 ჟურნალისტის სასამართლო მოსმენა გაიმართა. უმრავლესობა მათგან ქურთული გამოცემების თანამშრომელია. ჟურნალისტთა დაცვის და მედიის უფლებების ქომაგნი ამბობენ, რომ აღნიშნული კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ ხდება ჟურნალისტების დაკავება და მათი შევიწროება თურქეთის ანტიტერორისტული კანონების და მასობრივი საპროტესტო აქციების შეზღუდვის საფარქვეშ.

თურქეთში, სასამართლოში დაბარებული ჟურნალისტების უმრავლესობა გასულ კვირას ეღობებოდა ბრალდებებს, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციაში წევრობას ან ამ ორგანიზაციებისთვის პროპაგანდის შეთხზვას, ასევე, მის გავრცელებას გულისხმობს. ეს კი თავის მხრივ "ქურთისტანის მუშათა პარტიას" მოიაზრებს.

მედია საშუალებებს, პერიოდულად, აბრალებენ არალეგალური შეკრებების ორგანიზებას. აპრილში, ამასთან, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომ ჟურნალისტებს საშვები მოეთხოვებათ წინასწარ სანქცირებული საპროტესტო მანიფესტაციების გაშუქებისას. ამ ფონზე, იურისტები ჩივიან, რომ ასეთი მიდგომა ჟურნალისტების გაჩუმებას ისახავს მიზნად.

ცნობილი ხდება ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული განკარგულებით, ასევე არაფრად აგდებს შტატგარეშე ჟურნალისტებს, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ ოპოზიციური მედიისთვის მუშაობდნენ. ერთერთი ადვოკატი, მაგალითად, "ამერიკის ხმას" უცხადებს, რომ ასეთი ჟურნალისტები გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად უმთავრესი ბირთვია.

რუსენ ტაკვა ერთერთი ასეთი ჟურნალისტია. ის ოპოზიციურად განწყობილ "არტი ტვ-სთან" თანამშრომლობს და მას ბრალი წარუდგინეს ქალაქ ვანში, პრო-ქურთული საპროტესტო აქციის გაშუქების გამო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველმა პროკურორმა ჟურნალისტის 18 წლით დაპატიმრება მოითხოვა, საქმის ახალმა პროკურორმა გასულ კვირას ეს ბრალდებები, არასაკმარისი სამხილის გამო, უკან წაიღო

სხვა ჟურნალისტებს, გასულ კვირას, წლების წინ აღძრული საქმეების გამო ასამართლებდნენ. ასე იყო ჟურნალისტ ჰაერი დემირის საქმე, რომელსაც 2017 წელს პრო-ქურთულ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობის გამო, "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრობა და ამ ჯგუფისთვის პროპაგანდის წარმოება დაბრალდა. "ქურთისტანის მუშათა პარტიას" ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აცხადებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. თურქეთის პრეზიდენტმა რეჟებ ტაიპ ერდოღანმა კი სექტემბერში განაცხადა, რომ თურქული მედია "შეუდარებლად" თავისუფალია და ის არ ეთანხმება მედიის უფლებების დამცველთა მოსაზრებებს, რომლებიც მასობრივ დაკავებებზე საუბრობს.

აგვისტოს მონაცემებით, რომლებიც სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრმა გაასაჯაროვა, 174 ჟურნალისტი დააკავეს. ანგარიში, ასევე დამატებით 167 ჟურნალისტის იძულებით გადასახლებასა და ბრალეულობაზე აკეთებს განცხადებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG