ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა 4 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება საქართველოში მოვლენების განვითარებას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებდა ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან, მის მიერ ციხეში შიმშილობის გამოცხადებასა და იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში საზოგადოების ნაწილს ის პოლიტიკურ პატიმრად მიაჩნია, პრაისმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ჩვენ ვიცით ბატონი სააკაშვილის დაკავების თაობაზე და მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობის და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ამჟამად ის რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მან შიმშილობა გამოაცხადა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად მხოლოდ უკრაინის მოქალაქეა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ იძებნებოდა. 2018 წელს სასამართლომ მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG