ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ედისონ რისერჩის" ვიცე-პრეზიდენტი: წელს ბევრად მეტი პრობლემა შეგვხვდა, ვიდრე - ადრე


ედისონ რისერჩის ვიცე-პრეზიდენტი
ედისონ რისერჩის ვიცე-პრეზიდენტი

"ჩვენ წელს ბევრად მეტი პრობლემა შეგვხვდა, ვიდრე - წინა არჩევნებზე", - ამბობს კვლევითი ორგანიზაცია "ედისონ რისერჩის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი რობ ფორმანი. ორგანიზაცია ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით წინასაარჩევნო კვლევებსა და ეგზიტპოლებს ატარებდა.

ფორმანი "ფორმულას" ეთერში ამბობს, რომ მათ წლევანდელ არჩევნებში მუშაობაში ხელი ეშლებოდათ და ეს წინააღმდეგობები ხშირ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მხრიდან ხდებოდა. ზოგადად კი ამ ტიპის ინციდენტები ბევრად მეტი იყო, ვიდრე წინა წლებში.

"საარჩევნო კომისიების წარმომადგენლთა ნაწილი არ თანამშრომლობდა ჩვენთან, ზოგი გვიყენებდა სასაცილო მოთხოვნას კოვიდ-ტესტის პასუხების თაობაზე, ზოგი გვეუბნებოდა, რომ იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა და ა.შ. გვქონდა ძალიან ბევრი ბარიერი," - ამბობს ფორმანი. თუმცა მისი თქმით, ეგზიტპოლები ზუსტია და შეფერხებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინა ეგზიტპოლებისას პასუხების რაოდენობაზე, თუმცა არა - სიზუსტეზე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ და „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემების თანახმად, ხმები ასე გადანაწილდა: თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატს, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ხმათა 43 % აქვს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკანორ მელიას - 39 %, ყოფილ პრემიერს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას - 7 % . რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 18:00 საათის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებას“ ხმას ამომრჩეველთა 46% აძლევს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 33%-ით.

"ფორმულას" ჟურნალისტების განცხადებით, მათ ზუსტად 8 საათზე ვერ შეძლეს ეგზიტპოლების პარტიული შედეგების გამოქვეყნება, როგორც ამას მანამდე გეგმავდნენ. ამის მიზეზი კი სწორედ ორგანიზაციისთვის ხელის შეშლის ფაქტები იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG