ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"გორბი"-"იმედის" ეგზიტპოლი: კალაძე - 51,3%, მელია - 34.6 %,


ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ 47,6% მიიღო, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“- 27, 1%.

18:00 საათის მონაცემების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული რეიტინგები ასეთია: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 47,6%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27, 1, „ევროპული საქართველო“ – 2,6%, "ზურაბ ჯაფარიძე გირჩი“– 2,8%, „ლელო საქართველოსთვის“ – 2, 8%, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" 1,3%, „საქართველოსთვის“- 6, 8%, „პატრიოტთა ალიანსი" – 1,6% „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ 1%, „ლეიბორისტული პარტია“- 1,8%, „იაგო ხვიჩია-გირჩი“ 0,9%, სხვა პარტიები ჯამში - 3,7%

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, "გორბი"-"იმედის" მაჩვენებლების მიხედვით, განსხვავებით Edison Research-ისა და Ipsos-ის მაჩვენებლებისგან, თბილისში შესაძლოა მეორე ტური საჭირო არ გახდეს, რადგან ხმები ასე გადანაწილდა: კახა კალაძე - 51,3 %, ნიკა მელია - 34.6 %, გიორგი გახარია - 5,6 %, ანა დოლიძე - 3,1 %.

გორბის“ ეგზიტპოლის გამოქვეყნებისთანავე „ქართულ ოცნებაში“ გამარჯვება იზეიმეს. თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და პარტიას გამარჯვება მიულოცა.

„მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისის და თბილისელების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ მხარდაჭერისთვის და როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, მზად ვარ, 24 საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, ამ ქალაქის განვითარებას და ამ ქალაქის აღმშენებლობას", - განაცხადა კალაძემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG