ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ISFED საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს


„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში" (ISFED) აცხადებენ, რომ დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, ადგილობრივი არჩევნების დღეს, საარჩევნო პროცესში ფიქსირდებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება მოითხოვა.

„გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა.

კვლავ პრობლემად რჩება „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი",- ამბობენ ISFED-ში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG