ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრიდი: საქართველომ უნდა უპასუხოს კითხვას, სად გინდათ იყოთ 10 წელში?


ქართველი ამომრჩეველი, დღეს საარჩევნო უბნებზე მისასვლელად ემზადება, ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ პროცესი მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართონ. „ამერიკის ხმასთან“ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და რენდის კორპორაციის წამყვანი მკვლევარი, უილიამ კორტნი ამბობს, რომ ვაშინგტონში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლის შესახებ ხშირად საუბრობენ და საჭიროა ეს წარმოდგენები შეიცვალოს.

„ვაშინგტონის პერსპექტივიდან, მთავარი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ეს არჩევნები იყოს უფრო სამართლიანი, ნაკლები ადმინისტრაციული რესურსით, ნაკლები სახელმწიფო კონტროლით მედიაზე და ა.შ. გასულ არჩევნებთან შედარებით. ვაშინგტონში არსებობს დიდი შეშფოთება, რომ არჩევნები საქართველოში დიდი ხანია არ უმჯობესდება. როცა სხვა ქვეყნებს ვუყურებთ, მაგალითად მოლდოვას, სადაც მაია სანდუ აირჩიეს, ვხედავთ, რომ იქ არჩევნები უფრო პატიოსნად ჩატარდა. ამ კუთხით კარგი მაჩვენებელი აქვს უკრაინასაც. [არჩევნების] შეფასების ერთ-ერთი გზა ისაა, რომ მაგალითად უკრაინაში, ხელისუფლებაში მყოფები, არჩევნებს აგებენ... უკანასკნელ პერიოდში, ვაშინგტონში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო უკან მიდის. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ წარმოდგენების შეცვლა“ - აცხადებს კორტნი.

„ამერიკის ხმასთან“ საქართველოს გარშემო, შეერთებულ შტატებში არსებულ იმედგაცრუებაზე საუბრისას, დიპლომატი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ ამის გამოსასწორებლად საქართველომ საჭიროა წინსვლა აჩვენოს.

„საქართველოსთვის არსებული იმედგაცრუება გაქრება, როცა საქართველო წინსვლას დაიწყებს. ამერიკელები ასეთები ვართ, გვიყვარს, როცა ქვეყნები წინ მიდიან“, - აცხადებს იგი.

ფრიდის თქმით, ეს არჩევნები საქართველოსთვის იქნება ტესტი იმისა, თუ რა მიმართულებით სურს ქვეყანას სვლა.

„შეკითხვა რომელსაც საქართველომ უნდა უპასუხოს შემდეგია, რა გინდა იყოთ 10 წელში? გინდათ პოლარიზებული, დისფუნქციური ქვეყანა, რომლის ნამცეცებსაც პუტინი აკრეფს? თუ საქართველოს სურს ჰქონდეს დემოკრატია და ანგარიშვალდებულება. ვნახეთ რა მოხდა მოლდოვაში, ღარიბ ქვეყანაში, მათ სახლში გაუშვეს ასე ვთქვათ კორუმპირებული მთავრობა, და აირჩიეს ახალი პროევროპელი, რეფორმების დღისწესრიგის მქონე ლიდერი. ვნახავთ იქნება თუ არა ის წარმატებული. თუმცა საქართველოც ამ პრობლემის წინაშეა. სად გინდათ იყოთ 10 წელში?“, - აცხადებს ფრიდი.

აპრილში ევროკავშირის და შეერთებული შტატების შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, „ქართული ოცნება“ ვერ მოიპოვებს ამომრჩევლის 43 %-ის მხარდაჭერას, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, 28 ივლისს დატოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG