ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა


ქარიშხალმა „იდამ“ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატები მძიმედ დააზარალა. ორივე შტატში, წყალდიდობას მინიმუმ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალს მოყოლებული ძლიერი წვიმის შედეგად მოვრადნილმა ნიაღვარმა შეაღწია მეტროსადგურებში, წაიღო ავტომობილები. წყალი შევარდა ნიუარკის აეროპორტის ბარგის მიმღებ სართულზე. მძიმე მეტოროლოგიური პირობების გამო გადაიდო ფრენები.

განვითარებულ მოვლენებს, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ „ისტორიული“ უწოდა. ამინდის ეროვნულმა სამსახურმა კი, ქალაქ ნიუ-იორკში წყალდიდობასთან დაკავშირებით საგანგებო ვითარება პირველად გამოაცხადა.

სატრანსპორტო სისტემების მწყობრში მოსაყვანად, რომლითაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს, აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო.

ნიუ-იორკის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა მგზავრებს სთხოვა, შინ დარჩენ. „მოგვეცით გარკვეული დრო იმისთვის, რომ მატარებლების მუშაობა აღვადგინოთ“ - ამბიბს გუბერნატორი. მეტროს მუშაობის შეწყვტის გამო, ბევრ მგზავრს პრობლემები შეექმნა.

ამინდის ეროვნული სამსახურის განცხადებით, ფილადელფიიდან ნიუ-იორკამდე „წვიმის განსაკუთრებული ოდენობა მოვიდა“, ნალექი 5-დან 7,6 სანტიმეტრამდე აღწევდა.

ხუთშაბათს დილის მონაცემებით, ნიუ-იორკში მეტრო კვლავ განსაკუთრებული შეზღუდვებით მუშაობს.

ოთხშაბათს გვიან ღამით, ორივე შტატშის, ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გუბერნატორებმა საკუთარ შტატებში საგანაგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. დილის ხუთ საათამდე ქალაქში აკრძალული იყო სამოქალაქო ავტომობილების მოძრაობა.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ხუთ ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში, 200 000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი.

ჩრდილოეთის შტატებამდე სამი დღით ადრე, ქარიშახლმა „იდამ“ ლუიზიანის შტატის სამხრეთ ნაწილიც მძიმედ დააზარალა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლუიზიანის მონახულებას პარასკევს გეგმავს. ვრცლად

Facebook Forum

XS
SM
MD
LG