ხალილ ალ რაჰმან ჰაქანი ამერიკას ტერორისტად ჰყავს აღიარებული და მისი ადგილსამყოფელის, ან მისი დაკავებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოც აქვს დაწესებული. ჯილდო, რომელიც აქამდე ასე დაფარული ინფორმაციისთვის იყო დაწესებული, ახლა გაუფასურებულია, ვინაიდან ტერორისტ ჰაქანის ადგილმდებარეობა უკვე ყველამ იცის.
ჩვენი 2,500 ჯარისკაცი არასდროს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ავღანეთის მთავრობის სასარგებლოდ ომი დაუყოვნებლივ მოგვეგო, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ თალიბანი ძალაუფლებისგან შორს დაგვეჭირა, ახლა კი ისინი არიან ძალაუფლებაში“,- ამბობს კოფი.
ქაბულის თალიბების ხელში გადასვლიდან ერთ კვირაში ტერორისტი თავისუფლად გადაადგილდებოდა ავღანეთის დედაქალაქში და მეტიც, ის ახლა, ქაბულის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.
ჰაქანის, რომელსაც საკუთარი კლანი აქვს, მჭიდრო კავშირები აქვს, როგორც თალიბანთან, ისე ამერიკის მიერ ტერორისტებად აღიარებულ ალ-ყაიდასთან. „დიდი ალბათობით, ისინი ამ კავშირებს არ გაწყვეტენ“, -უთხრა „ამერიკის ხმას“ ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. კიდევ ერთი ბრიტანელი, ყოფილი დიპლომატი ივორ რობერტსი კი ამბობს, რომ ჰაქანის ამ თანამდებობაზე დანიშვნა იგივეა, რაც „მელიისთვის საქათმის მინდობა“.
ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ამერიკის 20 წლისწინანდელი გეგმა, აღმოეფხვრა ტერორიზმი ავღანეთიდან, ნელ-ნელა იშლება. „11 სექტემბრის 20 წლისთავზე თალიბანს, ავღანეთში იმაზე დიდ ტერიტორიაზე აქვს კონტროლი, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტამდე ჰქონდა. ეს აჩვენებს ამერიკის მიდგომის სრულ ჩავარდანს, ავღანეთში“, - ამბობს ლუკ კოფი, ჰერიტიჯის ფონდის ექსპერტი.
თალიბანმა ქაბული 15 აგვისტოს აიღო. მას შემდეგ, ათასობით ავღანელი და უცხოეთის მოქალაქე მიაწყდა ქაბულის აეროპორტს, რათა ქვეყანა დატოვოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარტო პირველ დღეს 7 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში კი 8 დღის განმავლობაში 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ქვეყნიდან გაქცევის მცდელობამ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც თვითმფრინავში ასვლა ვერ მოახერხა და ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავს გარედან ჩაებღაუჭა, აფრენის შემდეგ კი ხომალდიდან ჩამოვარდა. „ისინი სულელები არ არიან, ისინი სასოწარკვეთილი ადამიანები არიან“, - ამბობს კოფი, ავღანელებზე, რომლებსაც ქვეყნიდან გაქცევა უნდათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
ქაბულის აღების პირველ დღეს, ავღანელებისთვის საფიქრალი ის იყო თუ როგორ მოხვედრილიყვნენ თვითმფრინავში. ახლა სადარდებელი ის არის, როგორ მოხვდნენ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტს ამერიკელი და მათი მოკავშირეების ჯარები აკონტროლებენ, აეროპორტის მისასვლელ გზებს თალიბები განაგებენ და მხოლოდ ისინი წყვეტენ ვინ შევა, ან შევა თუ არა საერთოდ ვინმე აეროპორტის ტერიტორიაზე.
„11 სექტემბრის 20 წლისთავზე, თალიბანს, ავღანეთში იმაზე დიდ ტერიტორიაზე აქვს კონტროლი, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტამდე ჰქონდა. ეს აჩვენებს ამერიკის მიდგომის სრულ ჩავარდანს, ავღანეთში“.
ლუკ კოფი თვლის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, ავღანეთიდან ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან მომხდარიყო, არასწორია. მისი აზრით, ბაგრამის ავია ბაზა, სტრატეგიულად უფრო მომგებიანი ადგილი იქნებოდა.
„ამერიკა რომ სერიოზულად მიდგომოდა ამ ხალხის ევაკუაციას, პროფესიონალურად, სათანადოდ რომ მიდგომოდნენ ამ საკითხს, მაშინ ბაგრამის საავიცაციო ბაზას ღიად დატოვებედნენ. ბაგრამის ბაზა ადვილად დასაცავია, იქ არსებულ შენობებში ათასობით ადამიანის გაჩერებაა შესაძლებელი, ორი გასასვლელი აქვს და რაც მთავარია არსებობს ორი სხვადასხვა გზა, რომელიც ქაბულსა და ბაგრამის ბაზას აკავშირებს. ამის მაგივრად, ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების კოალიცია ქაბულის აეროპორტს იყენებს, რომელიც ქალაქის შუაგულშია და მცირე შენობა და მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს. [აეროპორტს] ერთი მხრიდან მთა აქვს, მეორე მხარეს კი უკონტროლოდ გაშენებული დასახლებები. ამიტომ ეს არ არის იდეალური ადგილი ევაკუაციისთვის“, - ამბობს კოფი.
ქაბულის აეროპორტის გარდა, თალიბები, თითქმის მთელ ავღანეთს აკონტროლებენ. სავარაუდოდ, ერთადერთი ადგილი, რომელიც თალიბანს ჯერ არ აუღია პანჯშირის პროვინციაა, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობა ყალიბდება. იქ ახლა ტერიტორიას აჰმად მასუდი, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი აკონტროლებს. ეს უკანასკნელი ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბერძოლ გმირადაა გამოცხადებული. მისი ვაჟი კი ანტი-თალიბანურ მოძრაობას უდგას სათავეში. მასუდი ამბობს, რომ „ჩვენ გვსურს თალიბანს გავაგებინოთ, რომ წინსვლა, მხოლოდ მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი“. მიუხედავად ამ განცხადებისა, მასუდმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ საჭირო გახდება, ის არც სამხედრო წინააღმდეგობას შეუშინდება.
ლუკ კოფი, თვლის, რომ მასუდის სიტყვები და გეგმები, ანგარიშსგასაწევია, ვინაიდან ეს მისთვის „ღირსების საკითხია“. მამამისი ჯერ საბჭოთა ოკუპაციის, შემდეგ კი 1990-იანებში თალიბების აღზევების წინააღდეგ იბრძოდა და ავღანელებისთვის წინაღეგობისა და ბრძოლის სახეა. ახლა კი მისი 32 წლის შვილი აგრძელებს მამის გზას, ამიტომ ის მარტივად არ დანებდება. თუმცა ამ წინააღმდეგობის შესახებ ბევრი დეტალი ცნობილი არ არის. მედიის სიმწირისა და ავღანეთში არსებული ქაოსის გამო, სანდო ინფორმაციის მიღება, საკმაოდ გართულებულია.
„ფოკუსი ამ ადმინისტრაციამ ახლა იმ ადამიანების, რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ ევაკუაციაზე უნდა მიაპყროს, ვინც ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გრძელვადიან გეგმებში კი ის უნდა შედიოდეს, რომ უკეთესი ურთიერთობა დავამყაროთ შუა აზიის ქვეყნებთან, ინდოეთთან და ასე შეგვეძლება წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, რა ხდება ავღანეთში, ჩვენი იქ ყოფნის გარეშე“.
„ქაოტური“ ასე აფასებს სიტუაციას და ამერიკის მიერ შედგენილ საევაკუაციო გეგმას ლუკ კოფი. ექსპერტი თვლის, რომ ახლანდელი მდგომარეობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„იმ დროისთვის, როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ოფისი დაიკავა, ადგილზე [ავღანეთში] 2,500 ამერიკელი ჯარისკაცი იყო. ჩვენი [ფულადი] დანახარჯი იმასთან შედარებით, რაც თავიდან იხარჯებოდა იყო ძალიან მცირე და მსხვერპლიც საგრძნობლად შემცირებული. ბოლოს, შეტაკების დროს, მსხვერპლი 2 წლის წინ გვქონდა...ჩვენი 2,500 ჯარისკაცი არასდროს ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ ავღანეთის მთავრობის სასარგებლოდ ომი დაუყოვნებლივ მოგვეგო, მაგრამ ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ თალიბანი ძალაუფლებისგან შორს დაგვეჭირა, ახლა კი ისინი არიან ძალაუფლებაში“, - ამბობს კოფი.
დოჰას ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულმა ჯარებმა ავღანეთი 31 აგვისტოს უნდა დატოვონ. თუმცა ვაშინგტონმა თალიბანისგან დამატებითი დრო მოითხოვა, რაზეც პასუხად მიიღო, რომ "თუკი [ამერიკელებს] ოკუპაციის გაგრძელება აქვთ განზრახული, ამას რეაქციამოჰყვება".
ჰერიტიჯის ფონდის მკველარი შიშობს, რომ ახლა, როდესაც ძალაუფლება მთლიანად თალიბანის ხელშია გადასული, ამერიკას და მის მოკავშირეებს ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობები აქვთ.
„ფოკუსი ამ ადმინისტრაციამ ახლა იმ ადამიანების, რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ ევაკუაციაზე უნდა მიაპყროს, ვინც ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გრძელვადიან გეგმებში კი ის უნდა შედიოდეს, რომ უკეთესი ურთიერთობა დავამყაროთ შუა აზიის ქვეყნებთან, ინდოეთთან და ასე შეგვეძლება წარმოდგენა გვქონდეს იმაზე, რა ხდება ავღანეთში, ჩვენი იქ ყოფნის გარეშე“,- ამბობს კოფი.
ბოლო კვირაში, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან 30 300 ადამიანის ევაკუაცია შეძლო. ჯამში ივლისის ბოლოდან 35 500-ია ავღანეთიდან გაყვანილი, თუმცა ქვეყნის დატოვებას დამატებით კიდევ ათობით ათასი ადამიანი ელის. მათი ბედი, ისევე როგორც ამერიკა-ავღანეთის მომავალი, ჯერ გაურკვეველია.
Facebook Forum