ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ ისარგებლა აშშ-ის მიერ ავღანეთისთვის გაწეული დახმარებით - ექსპერტების ნაწილი ადმინისტრაციას აკრიტიკებს


ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, რომელთა განვითარებასა და გაწვრთნაზეც ორი ათწლეულის განმავლობაში 83 მილიარდი ამერიკული დოლარი და დიდი ძალისხმევა დაიხარჯა, იმდენად სწრაფად განიცადა კოლაფსი - ზოგიერთ შემთხვევაში გასროლის გარეშე, რომ ამერიკული ინვესტიციით საბოლოო სარგებელი თალიბანმა მიიღო. მიმომხილველების მტკიცებით, თალიბანმა ხელში ჩაიგდო არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ ამერიკის მიერ ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდებული იარაღი, საბრძოლო მასალა, ვერტმფრენები და სხვა ბევრი რამ.

თალიბანმა თანამედროვე სამხედრო ტექნიკა მას შემდეგ ჩაიგდო ხელში, რაც ავღანურმა ძალებამა რაიონული ცენტრების დაცვა ვერ შეძლეს და თალიბანმა ისინი დაიკავა.

„ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა ანონიმურად დაადასტურა, რომ თალიბანმა ამერიკის მიერ ავღანეთისთვის მიცემული აღჭურვილობის უზარმაზარი რაოდენობა დააგროვა.

ანალიტიკოსთა ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ. კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა პროფესორი, ავღანეთში აშშ-ის სარდლების ყოფილი მრჩეველი, სტივენ ბიდლი პრეზიდენტ ბაიდენის გუშინინდელ განცხადებას კრიტიკულად აფასებს. ბიდლი ამბობს, რომ აპრილამდე ავღანეთის სამთავრობო ჯარები ნელა, მაგრამ სტაბილურად აგებდნენ ომს. მას მიაჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, ამერიკას დაეტოვებინა ავღანეთი, ადგილობრივ სამთავრობო ჯარებში დანებების იმპულსი „ტყის ხანძრებივით გაავრცელა.“

მიმომხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ავღანეთის არმიის ზოგიერთი ნაწილი მართლაც გმირულად იბრძოდა, მათ შორის კომანდოსები. ენტონი კორდესმანი, ავღანეთის ომს წლების განმავლობაში იკვლევდა. "სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის" წარმომადგენელი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისა და ნატოს წევრი ქვეყნების, მოკავშირეების მიერ შექმნილი უსაფრთხოების ძალები ერთგვარი „ბანქოს სახლი“ იყო, რომლის დაშლაც ამერიკელმა სამოქალაქო ლიდერებმა გამოიწვიეს.

კონგრესის მიერ, ზედამხედველობისთვის შემქნილი უწყების, ავღანეთის რეკონსტრუქციის სპეციალური გენერალური ინსპექტორის ოფისის თანახმად, დაახლოებით 145 მილიარდი დოლარიდან, რაც აშშ-მა ავღანეთის აღმშენებლობის მცდელობაში დახარჯა, დაახლოებით 83 მილიონი, ჯარისა და პოლიციის ძალების განვითარებასა და შენარჩუნებას მოხმარდა.

XS
SM
MD
LG