ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები აზიაში შეხვედრებს მართავენ


შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალჩინოსნები კვირას ერთმანეთს შეხვდებიან ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში გაემგზავრება და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ამერიკის მეორე დიპლომატი ასევე ეწვევა იაპონიას, სამხრეთ კორეას, მონღოლეთს და ომანს.

„ურთიერთობების კონტექსტში, რომლებიც კომპლექსური, გამოწვევებით სავსე და დინამიურია, ჩვენ გვჯერა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის პირდაპირი დიალოგის“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

შერმანის შეხვედრებს ჩინელ ოფიციალურ პირებთან წინ უსწრებდა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის დადანაშაულება მასობრივი კიბერთავდასხმის განხორციელებაში. ორშაბათს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთი „მაიკროსოფტ ექსჩეინზე“ მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის ოთხი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა. ისინი, სავარაუდოდ, სავაჭრო, სამედიცინო და სამეცნიერო საიდუმლოებების მოპარვას ცდილობდნენ. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

შერმანის ვიზიტი, სავარაუდოდ, უფრო მაღალი დონის შეხვედრისთვის მოსამზადებელი სამუშაოა. პარალელურად, ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სინგაპურში, ვიეტნამში და ფილიპინებში გამართავს შეხვედრებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG