ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროკავშირის წევრობისთვის ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით


ბათუმში, კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მიმდინარეობს. მოწვეულს სტუმრებს შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, უკრაინისა და მოდლოვის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრა და საქართველოსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად არსებულ სიტუაციას გაეცნო. მან თქვა, რომ უკრაინაში ის ყოველ თვე ჩადის საოკუპაციო ხაზთან, რათა არსებული სიტუაცია საკუთარი თვალით ნახოს.

მოგვიანებით, კონფერენციაზე ყოფნის დროს, ზელენსკი სიტყვით გამოვიდა. მისი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრობისთვის. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სამივე ქვეყანა ამ არჩევანისთვის ძალიან მძიმე საფასურს იხდის.

"ჩვენ შევუერთდით ამ ძალისხმევას და გვაქვს საერთო მიზნები - ეს არის ევროკაშირის სრული წევრობა, თანასწორობა და დემოკრატია. ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის - ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში... უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, დღეს ჩვენ ვართ ერთად გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, ეს რეალობაა...

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა, ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს... ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ, თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში...

მე მიხარია, რომ ჩვენ გზას ვუკვალავთ ამ ინტეგრაციას და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილება, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში სამივე ქვეყანა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG