ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს-ანჯელესში ისევ ნიღბებს ითხოვენ


ნიღბების ტარება ლოს-ანჯელესის საგრაფომ ისევ სავალდებულო გახადა. რეგულაცია ძალაში შაბათს, შუაღამის დადგომის წინ შედის.

კალიფორნიაში ეკონომიკა 15 ივნისიდან სრულად ამუშავდა და ყველა შეზღუდვა აქამდე მოხსნილი იყო. ნიღბებს აგვისტოში კამპუსზე დაბრუნებულ სტუდენტებს და თანამშრომლებს კალიფორნიის უნივერსიტეტიც სთხოვს.

კალიფორნია ამერიკის ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე შტატია და ლოს-ანჯელესი კი 10 მილიონი მაცხოვრებლით, ქვეყანაში ყველაზე დასახლებული საგრაფოა. კორონავირუსის ინფექციის მზარდი მაჩვენებლები, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელება, შტატის ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია კოვიდ-19-ზე აცრილი ადამიანების ინფიცირება. 20 მილიონზე მეტ აცრილს შორის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე შტატში 8 699 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG