ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი შავ ზღვაში ესპანურ გემს თვალს ადევნებს


მოსკოვი აცხადებს, რომ ნატოსა და უკრაინის საზღვაო წვრთნების ფონზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყურადღებით ადევნებს თვალს ესპანურ გემს, რომელიც შავ ზღვაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ესპანეთის გემი შავ ზღვაში ოთხშაბათს შევიდა წინასწარ დაგეგმილ ნატოს საზღვაო წვრთნებში მონაწილეობისთვის. ორკვირიანი „ზღვის ნიავი 2021“ ივნისის ბოლოს დაიწყო და მასში 30-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც მონაწილეობს.

ასევე „ინტერფაქსის“ განცხადებით, ორმა რუსულმა სუ-30 სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავი "პოსეიდონი" საკუთარი ტერიტორიული წყლებიდან გამოაცილა. ამ ინფორმაციას სააგენტო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG