ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეჯიბრი კოსმოსში მოგზაურობაზე - მილიარდერების ახალი გამოწვევა 


წლებია მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები კოსმოსში მოგზაურობის შესახებ საუბრობენ და მეტიც, ამისთვის არც ძალებს და ფულად რესურსებს იშურებენ. 2021 წელი კი ამ მხრივ გამორჩეულია.

თავდაპირველად, მსოფლიო მედიისთვის, ივნისში, ცნობილი გახდა, რომ პირველი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში იმოგზაურებდა, ამერიკელი ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა იქნებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს მას ბრიტანელი მაგნატი რიჩარდ ბრანსონი დაასწრებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრიტანელი მაგნატი კოსმოსში 19 ივლისს გაემგზავრება, საკუთარი კომპანიის „ვირჯინ გრუპის“ მიერ შექმნილი ხომალდით „სფეისშიფ თუ“ ბრენსონი უკვე წლებია, დიდძალ თანხებს მიმართავს კოსმოსში ტურიზმის მიმართულებით ეს კი ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

რაც შეეხება ამერიკელ მილიარდერ, ჯეფ ბეზოსს, გავრცელებული ინფორმაციით ის კომპანია „ამაზონის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან 5 ივლისს გადადგება, კოსმოსში მისი მოგზაურობა კი 20 ივლისს აიღებს სტარტს.

ბეზოსის კომპანია „ბლუ ორიჯინმა“ 15 საცდელი ფრენა უკვე შეასრულა კოსმოსში, თუმცა არც ერთ ხომალდში ტესტირების დროს მგზავრი არ იმყოფებოდა.

კიდევ ერთი მილიარდერი, რომელიც კოსმოსში მოგზაურობას გეგმავს ელონ მასკია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG