ბოლო კვლევების თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ საზოგადოებაში ნდობის უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მისი წინამორბედის დროს იყო. ამას კვლევები ადასტურებს, რომლებიც „იფსოსმა“ „როიტერის“ დაკვეთით მოამზადა.
თუ დოლნალდ ტრამპის საქმიანობას გამოკითხულთა 36 პროცენტი აფასებდა დადებითად, ჯო ბაიდენის საქმიანობას მხარს უჭერს ზრდასრულ მოქალაქეთა 55 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენი უფრო პოპულარულია და საზოგადოებაში გაცილებით დიდი ნდობით სარგელბლობს ვიდრე დონალდ ტრამპი სარგებლობდა, მისი რეიტინგები იცვლება. საუბარია იმაზე თუ რამდენად მოსწონს საზოგადოებას მისი მიდგომები ძირითად საკითხებთან მიმართებაში.
„იფსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ ძირითად 9 საკითხთან მიმარტებაში პრეზიდენტის პოზიციებს უფრო ცოტა ადამიანი იზიარებს, ვიდრე ეს ამავე წლის აპრილში იყო.
მაღალი ნდობა
- პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომებს კოვიდ19-ის პანდემიასთან მართვასთან დაკავშირებით მოსახლეობაში კვლავ დიდი მხარდაჭერა აქვს. ივნისში ამ მხრივ პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 82 პროცენტი მიესალმება. აპრილში ეს მაჩვენებელი 83% იყო.
- კვლავის მიხედვით, საზოგადოებაში კვლავ იზიარებენ პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომას რასობრივი უთანასწორობის საკითხის მიმართ. გამოკითხულთა 66 პროცენტი ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებები მოსწონს, ანალოგიურ კითხვაზე დადებითი პასუხი აპრილში 72 პროცენტმა გასცა.
- მოსახლეობაში ჯო ბაიდენის გეგმას დასაქმებისა და საუშაო ადგილების შესახებ კვლავ დიდი მოწონება აქვს. პრეზიდენტის იდეებს გამოკითხულთა 68 პროცენტი იზიარებს, მაშინ როცა აპრილში ეს მაჩვენებელია 76 პროცენტს შეადგენდა.
- რაც შეეხება საერთაშორისო ვაჭრობის საკითხს, საზოგადოება პრეზიდენტ ბაიდენის მიდგომებს კვლავ დიდ მხარდაჭერას უცხადებს. ივნისში ეს მაჩვენებელი 59 პროცენტია, მაშინ როცა აპრილში ის 64 პროცენტს შეადგენდა.
შემცირებული მაჩვენებლები
- „იფსოსის“ კვლევის თანახმად იარაღის კონტროლის საკითხზე პრეზიდენტ ბაიდენის გეგმისა და მოსაზრებების მიმართ საზოგადოებაში ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ აპრილში პრეზიდენტის გეგმას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 62 პროცენტი, ახლა ეს მაჩვენებელი 44 პროცენტს შეადგენს.
- კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრეზიდენტ ბაიდენის გეგმას ნაკლები მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში გადასახადებია. ამ მხრივ პრეზიდენტის მიდგომას აპრილში გამოკითხულთა 64 პროენტი იზიარებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 52 პროცენტს შეადგენს.
- 4%-ით შემცირდა ნდობა პრეზიდენტის მიდგომების მიმართ საემიგრაციო საკითხებთან მიმართებაში. თუ აპრილში პრეზიდენტის შეხედულებებს ამ მხრივ 52 პროცენტი იზიარებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 48 პროცენტს შეადგენს.
კვლევა, სააგენტო „როიტერის“ დაკვეთით კომპანია „იფსოსმა“ 11-17 ივნისს ჩატარდა. პანდემის გამო არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე კვლევები ონლაინ სივრცეში წარიმართა.
Facebook Forum