ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის და რუსეთის ლიდერები ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ


შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტები ჟენევაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დედაქალაქებიდან გამოძახებულ ელჩებს სამუშაო ადგილებზე დააბრუნებენ. ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ასევე აცხადებენ მზადყოფნას, განახლდეს მოლაპარაკებები განიარაღების საკითხებზე.

უმაღლესი დონის შეხვედრა ერთობლივი სადილით არ დასრულებულა. საუბარს არც ამერიკის და რუსეთის ლიდერების მხრიდან არ მოჰყოლია ვაშინგტონში ან რუსეთში მიწვევა.

ბაიდენის და პუტინის შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტებმა პრესკონფერენციებიც ცალ-ცალკე გაიმართეს. უკვე დასრულდა ვლადიმირ პუტინის პრესკონფერენცია, ჯო ბაიდენის პრესკონფერენცია კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ჟენევაში გამართული შეხვედრა თითქმის 4 საათი გრძელდებოდა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პუტინმა შეხვედრის შემდეგ ბაიდენს კონსტრუქციული, გამოცდილი პარტნიორი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის მეგობრული არა, მაგრამ "პრაგმატული" დიალოგი გაიმართა. "ძნელი სათქმელია", რამდენად გაუმჯობესდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, თქვა პუტინმა, თუმცა "იმედის ნაპერწკალი" არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG