ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მაიკროსოფტი" კიბერთავდასხმების ახალ ტალღაზე საუბრობს


კომპანია „მაიკროსოფტი“ აცხადებს, რომ „სოლარ უინდზე“ კიბერთავდასხმის უკან მდგარი ჰაკერთა ჯგუფს ახალი სამიზნე ჰყავს - სამთავრობო უწყებები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მიდინარე კვირაში, ჩვენ ვიხილეთ „ნობელიუმის“ მიერ განხორციელებულ კიბერ თავდასხმები, რომელთა სამიზნე სამთავრობო უწყებები, კვლევითი ცენტრები, საკონსულტაციო ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები იყო“ - ნათქვამია „მაიკროსოფტის“ მიერ გამოქვეყნებულ ბლოგზე.

„მაიკროსოფტის“ ცნობით, რუსული წარმოშობის „ნობელიუმი“ იგივე აქტორია, რომელიც 2020 წელს, „სოლარ უინდსის“ მომხარებლებზე განხორციელებული თავდასხმის უკან იდგა.

„თავადასხმათა ეს ტალღა მიმართული იყო 150-ზე მეტ სხვადასხვა ორგანიზაციის დაახლოებით 3 000 ელ.ფოსტაზე“ - აცხადებს „მაიკროსოფტი“. მისივე ინფორმაციით, მიუხედევად იმისა, რომ თავდასხმათა ძირითადი ადრესატი შეერთებული შტატების ორგანიზაციები იყო, ჯამში სამიზნე მსხვერპლთა წილი მინიმუმ 24 ქვეყეანაზე იყო გადანაწილებული.

სამიზნე ორგანიაზახციათა მინიმუმ მეოთხედის საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო განვითარებასთან, ჰუმანიტარულ საკითხებთან და ადამიანის უფლებებთან.

„მაიკროსოფტის“ ინფორმაციით, ჰაკერებმა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ელექტრონული ფოსტის ანგარიშში შეაღწია, რომლის საშუალებითაც ბევრ სხვა ორგანიზაციაზე თავდასხმას ე.წ. „ფიშინგის“ საშუალებით აწარმოებდა.

ინფრომაციული ტექნოლოგიების კომპანია „სოლარ უინდსზე“ დეკემბერში განხორციელებულმა თავდასხმამ, ჰაკერებს წვდომა მისცა ათასობით კომპანიასა და სამთავრობო ოფისების მონაცემებზე. „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტი, ბრედ სმიტი ამ კიბერ თავდაახმას აღწერს, როგორს „ყველაზე დიდ და ყველაზე დახვეწილს შეტევას.“

რუსეთი, ჰაკერულ თავადასხმებთან დაკავშირებით წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.

აშშ-მა და ბრიტანეთმა, თავადასხმებში „სუკის“ საგარეო დაზვერვის ოპერაციების მემკვიდრე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური დაადანაშაულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG