ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსში ორ ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯეს


ბელარუსში, ორ ჟურნალისტს, მათ შორის, გერმანული საერთაშორისო მაუწყებლის „დოიჩე ველეს“ რეპორტიორს, 20 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო.

15 მაისს მიღებული ეს გადაწვეტილება, ბელარუსში ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ნაწილია, - ამბობენ კრიტიკოსები.

„დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი, ალექსანდრ ბურაკოუ და დამოუკიდებელი ჟურნალისტი ვლადიმერ ლაპცევიჩი 12 მაისს დააკავეს, მინსკიდან 200 კილომეტრში, სადაც ისინი ოპოზიციონერის, პავალ სევერინეცის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. ბელარუსის პოლიციამ ჟურნალისტებს ბრალი „ერთი წლის მანძილზე, არასანქცირებულ დემონსტრაციებში განმეორებით მონაწილეობაში“ წაუყენა.

„დოიჩე ველეს“ გენერალურმა დირექტორმა პიტერ ლიმბურგმა, ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დაიცვან კონსტიტუციური თავისუფლებები და ჟურნალისტები დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.

ბურაკოუმ სასამართლოს განუცხადა, რომ საპატიმროში ის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი თქმით, პოლიციელები მას რეგულარულად აღვიძებენ და პირადი გამოყენების ნივთებს, მათ შორის, თბილ ტანსაცმელს არ აძლევენ.

ბელარუსში ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია, გასული წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო ტალღასთან ერთად გაძლიერდა.

დემონსტრანტები ბალარუსში, ქვეყნის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG