ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ინფიცირება ავისმომასწავებლად მაღალია - ჯანმო


იმის მიუხედავად, რომ ინდოეთში ახლი ინფექციების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ სიტუაცია ჯერ მაინც ძალიან რთულია. ერთ დღეში იქ კოვიდ-19-ის გართულებებით 4 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთი ბოლო კვირების მანძილზე პანდემიის ახალი ეპიცენტრი გახდა, თანაც ისეთი, როგორიც მსოფლიოს აქამდე არ უნახავს. დადასტურებულად ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ერთი პერიოდი 400 000-ს აჭარბებდა. წინა კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობამ კლება დაიწყო და ბოლო 24 საათში 281 386 შეადგინა. ეს მონაცემი 300 000-ზე ნაკლებზე 21 აპრილის შემდეგ პირველად ჩამოვიდა.

თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები თვლიან, რომ აღნიშნული მონაცემები არასრულია და მთელ რიგ რეგიონებში კონტროლის ნაკლებობის გამო, შექმნილ ვითარებას ბოლომდე არ ასახავს. ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტია გავრცელებული B.1.617, რომელიც გაცილებით გადამდებია, ვიდრე სხვა, აქამდე გამოვლენილი ვარიაციები.

ინდოეთის "ჯერ კიდევ ბევრ ნაწილში, სადაც პიკი აქამდე არ ყოფილა, მონაცემები ისევ იზრდება" - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ტესტებში დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 20-ს აღწევს. ეს კი, სპეციალისტების აზრით, მიანიშნებს იმაზე, რომ სიტუაცია ჯერ ისევ გაუარესებისკენ მიდის.

იმუნიზაცია ინდოეთში თანდათან ძალებს იკრებს. ამ ეტაპზე კოვიდ-19-ზე სრულად აცრილია 40.4 მილიონი ადამიანი. თუმცა, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მოსახლეობის 2.9%-ს არ აღემატება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG