ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა ვაქცინას ჩუქნის


საქართველოს ლიეტუვა 15 ათას დოზა ვაქცინას აჩუქებს. ინფორმაციას "ტვიტერის" საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ავრცელებს. მინისტრი არ ამბობს, თუ რომელი კონკრეტული ვაქცინა გადმოეცემა ქვეყანას. არსებობს ვარაუდი, რომ ეს "ასტრაზენეკას" ვაქცინაა.

ლიეტუვამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ვაქცინების 200 000 დოზა დაამტკიცა. სწორედ ამ ფარგლებში მიიღებს საქართველო ნაჩუქარ ვაქცინებს. 100 000 დოზას მიიღებს უკრაინა, 11 ათასს კი - მოლდოვა.


„ეს მცირე ნაბიჯია ლიეტუვასგან. იმედია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობით შემოგვიერთდებინ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი "ტვიტერზე".

ამ დრომდე საქართველოში ინფიცირების 327 831 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსთან დაკავშირებული გართულებებით 4 397 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG