ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინმა "ღია ცის შეთანხმების" დასატოვებლად კანონპროექტი წარადგინა


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც პარლამენტის დამტკიცების შემდეგ ფორმალურად დაასრულებს რუსეთის მიერ "ღია ცის შესახებ ხელშეკრულების" დატოვებას. ეს პაქტი ხელმომწერ ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიებზე შეუიარაღებელი საჰაერო თვალთვალის შესაძლებლობას აძლევს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ღია ცის" იარაღის კონტროლისა და გადამოწმების ხელშეკრულება ნოემბერში დატოვა. ეს პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება იყო. ვაშინგტონი მოსკოვს ამ შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა, მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფდა. რუსეთმა იანვარში განაცხადა, რომ შეთანხმებას ისიც დატოვებდა.

ვაშინგტონის ნაბიჯის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ რუსეთი ზღუდავდა საჰაერო მეთვალყურეობას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.


კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამერიკა კვლავ ახერხებდა ინფორმაციის მიღებას ნატოს წევრი მოკავშირეების მეშვეობით.

პუტინმა სამშაბათს დოკუმენტი სახელმწიფო დუმას, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას წარუდგინა. კანონპროექტი კანონად ქცევამდე ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს და შემდეგ მას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძრვანელი ამბობს, რომ პრეზიდენტის შემოთავაზებას ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება და ყველა პროცედურა მაისის ბოლომდე დასრულდება.

XS
SM
MD
LG